ტყიბულში 27 წლის ილია ფუტკარაძეს ეძებენ

ტყიბულში 27 წლის ილია ფუტკარაძეს ეძებენ. ახალგაზრდა კაცი სახლიდან 17 მარტს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივი პოლიცია.

ილია ფუტკარაძის ახლობლების თქმით, მან სახლში დატოვა ყველა პირადი ნივთი, რომელიც მას გარეთ გასვლისას გაჰქონდა, გარდა მობილურისა, რომელზეც ვერ უკავშირდებიან.