მაგდა პაპიძე Georgian Times-ს ეთიკის ქარტიაში უჩივის | რას დავობს პატიმარი

ქმრისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდადებული მაგდა პაპიძე „ჯორჯიან თაიმსს” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის.

საქმე ეხება 2023 წლის 23 იანვარს მომზადებულ სიუჟეტს, რომელშიც საუბარია, რომ მაგდა პაპიძე ციხეში გათხოვდა. განმცხადებელი თვლის, რომ ჟურნალისტმა გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა.

„განმცხადებელი დავობს ქარტიის ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მეექვსე (კონფიდენციალური წყაროს გამჟღავნება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.  ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები” – წერია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.