ხატია დეკანოიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა

ხატია დეკანოიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დღეს ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება ცოტა ხნის წინ პარლამენტში, ჟურნალისტებთან გააკეთა:

„ჩემი მხრიდან ეს არის სწორი გადაწყვეტილება, მტკივნეული, რა თქმა უნდა, ემოციური, მაგრამ სწორი. ამ ეტაპზე ჩემი და “ნაციონალური მოძრაობის” თანამშრომლობა, რომელშიც მე გავატარე მრავალი წელი, არის დასრულებული. ძველი პარადიგმით პარტიის მმართველობა არის ზოგადად გაუმართლებელი და ვფიქრობ, რომ ძველი პარადიგმა ახალ რეალობაში, მაშინ როდესაც საერთოდ სხვა მოცემულობაა და მრავალი წელი გავიდა, უბრალოდ არ იმუშავებს.

არც პარლამენტში და არც პარლამენტს მიღმა, რა თქმა უნდა, არ გავატარებ ისე, რომ არ დავიცვა პოლიტპატიმრების უფლებები, რომ არ ვიბრძოლო მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერისთვის, მისი გადარჩენისთვის, ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის და საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ მიმართულებით ჩემს ძალისხმევას არ დავიშურებ”, – განაცხადა დეკანოიძემ.