ვიქტორ ოსიმენი ტრავმირებულია

უცხოური მედიის ცნობით, ვიქტორ ოსიმენი ტრავმირებულია. ნიგერიელი ფეხბურთელი სანაკრებო შეკრებიდან დაშავებული დაბრუნდა.

სამედიცინო ტესტირებამ აჩვენა, რომ მას მარცხენა საზარდულის პრობლემა აქვს.

ტრავმის ზუსტი ხარისხი ამ დროისთვის უცნობია. ვიქტორის მდგომარეობა მომავალ კვირაში შეფასდება. შესაბამისად, ოსიმენი სერია A-ს უახლოეს ორ მატჩს (მილანი, ლეჩე) გამოტოვებს.

შეგახსენებთ, ვიქტორ ოსიმენს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი. სერია A-ში კი 21 გოლით საუკეთესო ბომბარდირია. ნიგერიელ ფეხბურთელს სავარაუდოდ, ჯოვანი სიმეონე შეცვლის.