„რაც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისთვის ვიწვალე – ახია ჩემზე!..“ – ირმა ზავრადაშვილი

„ქართული ოცნების” დეპუტატ ირმა ზავრადაშვილს სალომე ზურაბიშვილმა იმედები გაუცრუა.

„ზურაბიშვილზე ვარ ძალიან გაბრაზებული, რადგან ნაციონალური მოძრაობის ნარატივზე ზის. არ მაინტერესებს თვითონ რას ამბობს, თვითონ არის დაშორებული საზოგადოებას, ხალხსაც და ა.შ. იმიტომ, რომ ყველა მისი წინადადება იყო პროვოკაციული და ვიღაცისთვის გასაგონად ნათქვამი.

ჩემს თავზე ვარ ძალიან გაბრაზებული, რაც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისთვის ვიწვალე – ახია ჩემზე!..“ – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა „ფორმულასთან”.