უცხოეთი

ვოლოდიმირ ზელენსკი 5 აპრილს პოლონეთში ჩავა

პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 5 აპრილს ვარშავას ეწვევა.

„ვიზიტი გაიმართება პრეზიდენტის (ანდჟეი) დუდას მოწვევით. იქნება ხანგრძლივი, ფართო მოლაპარაკებები, არა მხოლოდ უსაფრთხოების ვითარებაზე, არამედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე”, – განუცხადა საგარეო საკითხებში მრჩეველმა კერძო რადიო RMF-ს.

მისივე თქმით, ზელენსკი ოთხშაბათს ვარშავის ციხის მოედანზე შეხვდება პოლონელებსა და უკრაინელებს, რომლებმაც პოლონეთს შეაფარეს თავი.