„დოჰას შემდეგ, საქართველოს პრემიერმა უარესი – ბრატისლავის კატასტროფა მოაწყო” – ნიკა გვარამია ღარიბაშვილის განცხადებებზე

„დოჰას შემდეგ, საქართველოს პრემიერმა უარესი – ბრატისლავის კატასტროფა მოაწყო” – ასე ეხმაურება “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ბრატისლავაში პრემიერ ღარიბაშვილის პრორუსულ განცხადებებს.

ნიკა გვარამია წერს, რომ ღარიბაშვილის განცხადებები არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ისტორიის ნათელი მხარის ღალატი:

„დოჰას შემდეგ, საქართველოს პრემიერმა უარესი – ბრატისლავის კატასტროფა მოაწყო. ღარიბაშვილის განცხადებები არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ისტორიის ნათელი მხარის ღალატი. მოღალატეების ფეხქვეშ კი მიწა უნდა იწვოდეს!”- წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ღარიბაშვილმა პრორუსული გზავნილები გაახმოვანა და თქვა, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის განზრახვა იყო, გამხდარიყო ნატოს წევრი.