„ის, რომ საქართველოს როდესმე აქვს გადადგმული ნაბიჯი დასავლეთის წინააღმდეგ, სიცრუეა” – თალაკვაძე

„ინტერპრეტაციები, არის სპეკულაციური, რაც მოჰყვა პრემიერმინისტრის განცხადებას. რეალურად, საქართველო და შემდგომში უკრაინა რუსეთის თავდასხმის ობიექტები გახდნენ იმიტომ, რომ ჩვენ გვსურდა და გვსურს ჩვენთვითონ მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენ მომავალთან დაკავშირებით. […] ის, რომ საქართველოს როდესმე აქვს გადადგმული ნაბიჯი დასავლეთის წინააღმდეგ, ეს არის სიცრუე. ჩვენ არასდროს არ გვიღალატია იმ ღირებულებებისთვის და არ გვიღალატია ჩვენი პარტნიორებისთვის, ამის ერთი მაგალითიც კი არ არსებობს”

ამბობს „ოცნების” დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე.