არასრულწლოვანი, რომელიც ბათუმში კორპუსიდან გადმოვარდა გარდაიცვალა

15 წლის გოგო, რომელიც გუშინ ბათუმში კორპუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში „მთავარ არხს” დაუდასტურეს.

კლინიკაში ამბობენ, რომ მოზარდს მძიმე დაზიანებები ჰქონდა და ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, შემთხვევა ბათუმში გუშინ, 11 ივნისს მოხდა. გოგო საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და მანქანას დაეცა.