ვანდალიზმი რეკრეაციულ სივრცეებში-რას ამბობს თბილისის მერი

 

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახი კალაძემ რეაბილიტირებულ სკვერებსა და პარკებში ვანდალიზმის გახშირებულ შემთხვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, მოქალაქეები ახალდარგულ ხეებზე ძაღლებს ავარჯიშებენ.  არსებობს  შესაბამისი ვიდეოკადრებიც.

“ბოლო თვეებია ახალრეაბილიტირებულ სკვერებში ხდება ხეების დაზიანება, მათი მოპარვა. ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომ ზიანდება ხე-მცენარეები და გამოიკვეთა, რომ მოქალაქეები ახალდარგულ ხეებზე ძაღლებს ავარჯიშებენ. გვაქვს შესაბამისი ვიდეოკადრებიც. ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი დამოკიდებულება. მძიმეა და გულდასაწყვეტი, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ამ ქალაქისთვის და აქ მცხოვრებლებისთვის ყველაფერი საუკეთესო გავაკეთოთ. ამაში იხარჯება თქვენივე თანხები, ჩვენ კი უბრალოდ მენეჯმენტს ვუწევთ ახალი პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა კახი კალაძემ.