სამართალიუცხოეთი

რას ედავება სასამართლო ტრამპს -ექსპრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  მაიამის ფედერალურ სასამართლოში სხდომამდე დააკავეს.  სასამართლო მას  ეროვნული უსაფრთხოების საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვას  ედავება. ყოფილ პრეზიდენტს   ბრალი სისხლის სამართლის 37 მუხლით წაუყენეს. სასამართლო სხდომა დახურული იყო.

აპრილში, მანჰეტენის სასამართლოს მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ტრამპს ბრალი ფინანსური დოკუმენტების გაყალბებაში დასდო.

ტრამპი არცეთ ბრალდებას  არ აღიარებს.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი   ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.