გურჯაანში სტქიას ებრძვიან

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან.  დატბორილია გზები და ავტომობილები, ეზოები. დაისეტყვა რამდენიმე სოფელი.

მუნიციპალიტეტში რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე წყალი მოედინება.

დასეტყვილია  სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები , სეტყვამ  ვენახები და ხეხილის ბაღები გაანადგურა.

სეტყვა მუნიციპალიტეტსა და მიმდებარე სოფლებში დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.