ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი შეათანხმეს

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი შეათანხმეს. შეთანხმება გულისხმობს 71 პირისა და 30 ორგანიზაციის შავ სიაში დამატებას.

პაკეტი მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ადრე შემოღებული შეზღუდვების თავიდან არიდების ზომებს და, ასევე, ახალი პირების და ორგანიზაციების დამატებას სასანქციო სიაში.

ახალი სანქციები გააძლიერებენ საექსპორტო კონტროლს და შემოიღებენ იმ არარუსულ კომპანიებზე ზემოქმედების ახალ მექანიზმს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან წინა სანქციების თავის არიდებაში.

“მივესალმებით ჩვენ პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე. კრემლის მხარდამჭერი ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული საექსპორტო შეზღუდვები კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს პუტინის სამხედრო მანქანას. ჩვენი ინსტრუმენტი სანქციების თავიდან არიდების წინააღმდეგ არ მისცემს რუსეთს ამ სიიდან საქონლის მიღების საშუალებას”, – აღნიშნეს ევროკომისიაში.