” სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლო იყო” – ვოლსკი გვარამიას შეწყალებაზე

სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლო იყო. გარდა ამისა, იყო საზოგადოების მიმართ უპატივცემულობა,- ასე გამოეხმაურ აგია ვოლსკი პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას  შეწყალებას.

“სტრასბურგის სასამართლომდე არმისვლა იყო ის, რისთვის “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იღვწოდნენ. დანაშაული ჩადენილი იყო და ასე აუხსნელად, ყოველგვარი კომენტარის გარეშე  სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლო იყო. გარდა ამისა, იყო საზოგადოების მიმართ უპატივცემულობა, რომელიც მისგან ელემენტარულ განმარტებას ელოდა, თუ რას შეიძლება ამან ხელი შეუწყოს, თუმცა კელი დეგნანმა დააზუსტა, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ დეპოლარიზაციას ხელი შეუწყოს. ვნახოთ, რამდენად დიდი რესურსი გამოიტანა ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების სისტემიდან იმისთვის, რომ დეპოლარიზაციას ამოცანას რაიმე შემატოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ