“აშშ-ს შემდეგ ჩვენ უკრაინის მეორე უძლიერესი მხარდამჭერები ვართ” – გერმანიის თავდაცვის მინისტრი

აშშ-ს შემდეგ გერმანია მეორეა უკრაინის მხარდაჭერით კუთხით,-  ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის  პისტორიუსმა აშშ-ში ვიზიტის წინ ZDF-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„დიდი ალბათობით, ეს გადამწყვეტი წელი იქნება, ახლა კი – გადამწყვეტი თვეებია, ამიტომაც რამდენიმე კვირის წინ გერმანია უკრაინისთვის მხარდაჭერის დიდი პაკეტით (2,7 მლრდ. ევრო) გამოვიდა. ახლა აშშ-ს შემდეგ ჩვენ უკრაინის მეორე უძლიერესი მხარდამჭერები ვართ“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

ბორის პისტორიუსმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერი უკრაინის კონტრშეტევაზეა დამოკიდებული.