ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარების გაყვანისკენ მოვუწოდებთ. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა რისკებზე, რომლებიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსის სამხედროების ყოფნას უკავშირდება.

“რუსეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს [ზაპაროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ვითარებისთვის], და საუკეთესო გზავნილი ნატო-სგან და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი ზაეს-ზე თავდასხმებს არ უნდა ახორციელებდეს და თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს, რაც საშუალებას მისცემს ექსპერტებს თავიანთი სამუშაო აკეთონ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს და საპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე წვდომის გარანტია მისცეს უკრაინას და საერთაშორისო ექსპერტებს. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ნატო ვითარების მონიტორინგს აგრძელებს.