“ჩვენ უნდა შევადგინოთ რაციონალური გზა, რათა უკრაინამ შეძლოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მომზადება“ – ბაიდენი

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევადგინოთ რაციონალური გზა, რათა უკრაინამ შეძლოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მომზადება“, -ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

 

CNN-თან ინტერვიუში ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ,  სანამ ალიანსი კიევის თავის რიგებში მიღებას განიხილავს, უკრაინაში რუსეთის ომი უნდა დასრულდეს.

„არა მგონია, რომ ნატო-ში ერთსულოვანი იყოს იმასთან დაკავშირებით, შემოუერთდეს თუ არა უკრაინა ნატო-ს ოჯახს ახლა, ამ მომენტში, ომის შუაგულში. მაგალითად, თუ ეს ახლა მოხდება, მაშინ თქვენ იცით – და მე ვგულისხმობ იმას, რასაც ვამბობ – ჩვენ ვალდებული ვართ ნატო-ს ტერიტორიის თითოეული ინჩის მიმართ. ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ყველამ ავიღეთ, რაც არ უნდა მოხდეს. თუ ომი გაგრძელდება, მაშინ ჩვენ ყველანი ომში ვიქნებით რუსეთთან“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ვრცლად ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და უთხრა, რომ აშშ უკრაინის დახმარებას გააგრძელებს.