“ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მივცეთ” -შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას მხარს უჭერს და მზად არის უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობა მიიღოს.

მისივე თქმით, ევროკავშირი აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ ნატო-სთან კოორდინირებით უსაფრთხოების გარანტი გახდეს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ერთად ვიყოთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ევროკავშირსა და ნატო-ს შორის ჩინებული თანამშრომლობაა ჩამოყალიბებული. ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ნატო-სთან სრული კოორდინირებით ევროკავშირიც უსაფრთხოების გარანტი გახდეს.

ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მივცეთ და ამ მიმართულებით ყველა ძალისხმევაში მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.