პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილთან „ვივა მედში” პოლონელი ექიმები შევიდნენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, კლინიკა „ვივა მედში“ პოლონელი ექიმები  შევიდნენ. ისინი მიიღებენ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მოამზადებენ დასკვნას, რომლის საფუძველზეც გადაწყდება, როგორ უნდა გაგრძელდეს პატიმრის მკურნალობა.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები რამდენიმე თვე ითხოვდნენ, ქვეყანაში დაეშვათ პოლონელი ექიმები მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად.

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე კი ამბობდა, რომ უწყებაში შესაბამისი განცხადება არ ჰქონდათ მიღებული. ბრეგაძე სიცრუეში დაადანაშაულა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ჩალაძემ და წარადგინა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, განცხადების რეგისტრაციაზე იუსტიციის სამინისტროსგან მიღებული დასკვნა იყო.