“ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის” – სალომე ზურაბიშილი

ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა“ტვიტერზე“ დაწერა.

მისი თქმით, ვილნიუსში ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისადმი   მხარდაჭერა აჩვენა.

„გულითადად მივესალმები ამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აძლიერებენ უკრაინის უსაფრთხოებასა და მიზანდასახულობას.

ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.

არჩევანი ჩვენზეა და არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს”, – წერს პრეზიდენტი.