უკრაინელებმა ბოლო 24 საათში, რუსების ცოცხალი ძალა, 20 საარტილერიო საშუალება და საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურეს- უკრაინის გენშტაბი

უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს 15 დარტყმა მიაყენა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა ცოცხალი ძალის თავმოყრის ტერიტორიას, საცეცხლე პოზიციებზე განლაგებულ 20 საარტილერიო იარაღს, საჰაერო თავდაცვის ორ სისტემასა და რადიოელექტრონული ბრძოლის ორ სადგურს დაარტყეს.

ამასთან, გენშტაბის რუსი ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, რის შედეგადაც დაშავებული არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, კომუნალური და ადმინისტრაციული შენობები, ასევე კერძო ავტომობილები.

რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 11 სარაკეტო და 49 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 48-ჯერ გაუხსნეს.

„უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა ძალიან მაღალი რჩება“, – აცხადებენ გენშტაბში.