ბახმუტთან მძიმედ ბრძოლა მიმდინარეობს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინელ სამხედროებსა და საოკუპაციო ძალებს შორის ბახმუტის მახლობლად მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერმა, ანდრეი კოვალევმა განაცხადა.

მისი თქმით, ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით.

ორეხოვო-ვასილევკა-პრასკოვეევკას, კლეშჩიევკა-ანდრეევკას მიმართულებებზე მძიმე ბრძოლები სიტუაციის შეუცვლელად გრძელდება“, – განაცხადა ანდრეი კოვალევმა.

მისი თქმით, მოწინააღმდეგე ძლიერ წინააღმდეგობას უწევს უკრაინელებს, იყენებს რეზერვებს, მაგრამ მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის.