“ოკუპანტის ინტერესებში შემავალი არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება ამ ქვეყანაში” – მამუკა მდინარაძე

ოკუპანტის ინტერესებში შემავალი არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება ამ ქვეყანაში –  ასე პასუხობს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კითხვას, შეიძლება თუ არა ცალსახად ითქვას, რომ ქართულ – რუსული უნივერსიტეტი, რაზეც პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელი საუბრობს, საქართველოში არ გაიხსნება.

“ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ (რომ არ გაიხსნება რუსული უნივერსიტეტი)მაგრამ თქვენ რუსულს შეიძლება უწოდებთ ქართულს და წინასწარ როგორ გითხრათ? კანონს, რომელიც იყო ამერიკული უწოდეთ რუსული და იქნებ ასე უწოდებთ კიდევ რაღაცას რუსულს, იქნებ იტყუებით, ვერ გენდობით და როცა არ ვიცი რაზეა ლაპარაკი, პასუხი არ უნდა გაგცეთ.

მოდი ამოვწუროთ – ოკუპანტის ინტერესებში შემავალი არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება ამ ქვეყანაში. დანარჩენი ყველაფერი არის თქვენს მიერ დაორგანიზებული ფეიკ რუსული კამპანია. შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ოკუპანტის ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე ნაბიჯი არ გადაიდგმება“, – განაცხადა მდინარაძემ.