რუსეთი უკრაინის პორტებისკენ გემების მოძრაობას ბლოკავს- უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი

რუსეთის თავდასხმების შედეგად, ბოლო ცხრა დღის განმავლობაში, საპორტო ინფრასტრუქტურის 26 ობიექტი და 5 სამოქალაქო გემი დაზიანდა და ნაწილობრივ განადგურდა, – ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.

ასევე, მისი თქმით, რუსები ზღუდავენ გადაზიდვებს დროებით ოკუპირებული ყირიმის მიდამოებში და ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ამით რუსეთის ფედერაცია ფაქტობრივად ბლოკავს გემების მოძრაობას უკრაინის საზღვაო პორტების მიმართულებით.