იტალია მხარს უჭერს უკრაინას, რითაც საერთაშორისო სამართალს იცავს- ჯორჯია მელონი

ისინი, ვინც მშვიდობიანად ცხოვრობენ, უკრაინის საქმის პირველი მხარდამჭერები უნდა იყვნენ, –  ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, იტალია მხარს უჭერს უკრაინას, რითაც საერთაშორისო სამართალს იცავს.

იტალიის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ.

თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ჯორჯია მელონის და იტალიელ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის.

“იტალია და შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას. მადლობას გიხდით უკრაინის რუსეთის სისასტიკისგან დაცვაში ძალიან ძლიერი მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი იტალიელ ხალხს. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.