მომხდარი უბედურების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უზნეობაა და ამ უზნეობის პარლამენტში გადმოტანა საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება – საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი არ არსებობს – გია ვოლსკი

მომხდარი უბედურების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უზნეობაა და ამ უზნეობის პარლამენტის კედლებში გადმოტანა საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება – ყველა კითხვას პასუხი გაეცა! – ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის პოზიცია შოვში მომხდარ სტიქიასთან და სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე.

ვოლსკის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს, „კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს კი ცილისწამების სტრატეგიის პარლამენტში გადმოტანა სურს“.

„უნდათ საგამოძიებო კომისიის ბერკეტის გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური ამოცანები განახორციელონ, რისი არც წინაპირობა და არც საფუძველი არ არსებობს. ტრაგედიის გამოყენების თვალსაზრისით თავი იმდენჯერ შეირცხვინეს, რომ არ მგონია, რომ აღნიშნული საკითხი განხილვის საგნად უნდა იქცეს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.