ვაგრძელებთ უკრაინული დოქტრინის მომზადებას, რომელიც საფუძვლად დაედება ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აგრძელებს მუშაობას ეროვნულ დოქტრინაზე, რომელიც სახელმწიფოს განვითარების საფუძველი უნდა გახდეს.

ვაგრძელებთ უკრაინული დოქტრინის მომზადებას, ტექსტის, რომელიც საფუძვლად დაედება ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას. არ გვავიწყდება ჩვენი მთავარი მიზანი – მოვიგოთ ომი და არ დავკარგოთ ქვეყანა. უკრაინამ უნდა გააცნობიეროს განვითარების ისტორიული შანსი, რომელიც ჩვენი ხალხის – მთელი ჩვენი ერის გამბედაობით მოიპოვა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა ასევე მუშაობს იმაზე, რომ ქვეყანას თავდაცვის მეტი დახმარება ჰქონდეს. “ჩვენ ასევე ვამზადებთ თავდაცვის უფრო მეტ პაკეტებს ჩვენი მეომრებისთვის და თავდაცვის უფრო მეტ სისტემას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მთელი უკრაინული საზოგადოებისთვის. დღეს საუბარი მქონდა დიდი ბრიტანეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან – კონფიდენციალური, მაგრამ ეფექტური საუბარი”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინა ყველა დონეზე და გლობალურ ურთიერთობებში ყველა აქტორთან მუშაობს “მშვიდობის ფორმულის” განსახორციელებლად.