მხარს ვუჭერთ უკრაინის მცდელობას, შეაკეთოს, აღადგინოს და შეინარჩუნოს სახელმწიფო – ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ევროკავშირის გზაზე უკრაინის პროგრესი, ასევე რუსეთის აგრესიის ფონზე მის მიმართ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა განვიხილეთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„გავაგრძელებთ ერთად მუშაობას უკრაინის მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე გასატანად და ეკონომიკური დახმარების უზრუნველსაყოფად“, – დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერზე“.

ამასთან, მისი თქმით, ევროკომისიამ უკრაინას მაკროსაფინანსო დახმარების ფარგლებში დღეს კიდევ 1.5 მილიარდი ევრო გადასცა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის მცდელობას, შეაკეთოს, აღადგინოს და შეინარჩუნოს სახელმწიფო. დღეს ჩვენ უკრაინას ახალი 1.5 მილიარდი ევრო გადავუხადეთ, უფრო მეტი იქნება წელს და მის შემდეგ“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ათენში შეხვდა, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერების არაფორმალური სამიტი იმართება