„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ უკრაინის დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღეს პროგრესულ სამყაროსთან ერთად, აღნიშნავდნენ უკრაინის დამოუკიდებლობას” – ლევან ბეჟაშვილი

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ უკრაინის დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღეს პროგრესულ სამყაროსთან ერთად, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა გაიგონოს დანარჩენმა კაცობრიობამ, ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა და საბოლოოდ პროგრესულ სამყაროსთან ერთად საქართველოც გაიმარჯვებს რუსულ იმპერიაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ უკრაინის დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღეს პროგრესულ სამყაროსთან ერთად, აღნიშნავდნენ უკრაინის დამოუკიდებლობას. შესაბამისად, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიის გამარჯვებას, პროგრესული სამყაროს გამარჯვებას რუსული ბოროტების იმპერიაზე. სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” დღეს არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს და ბედს საერთაშორისო ასპარეზზე და დღეს ისინი სწორედ რუსულ ნარატივს ახორციელებენ საქართველოში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა გაიგონოს დანარჩენმა კაცობრიობამ, ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა და საბოლოოდ პროგრესულ სამყაროსთან ერთად საქართველოც გაიმარჯვებს რუსულ იმპერიაზე”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.