მსოფლიო

“უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობა მივულოცე. – სიბნელისა და ბატონობის ძალები ვერასოდეს ჩააქრობენ თავისუფლების ცეცხლს, რომელიც თავისუფალი ადამიანების გულში ანთია” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, – ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს უკრაინის თავდაცვას რუსული აგრესიისგან იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება და რუსეთს, მისი ქმედებების გამო, პასუხისმგებლობა დააკისროს”, – აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.

სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა ჯო ბაიდენმაც.

“ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე და მას და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობა მივულოცე. დაე, დღევანდელი დღე იყოს შეხსენება, რომ სიბნელისა და ბატონობის ძალები ვერასოდეს ჩააქრობენ თავისუფლების ცეცხლს, რომელიც თავისუფალი ადამიანების გულში ანთია”, – წერს ჯო ბაიდენი.