თავდაცვის ძალები ბახმუტის სამხრეთით შეტევას აგრძელებენ – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის თავდაცვის ძალები ქალაქ ბახმუტის სამხრეთით შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ და დაკავებულ ტერიტორიებზე მაგრდებიან, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

“მტერი აგრძელებს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას და ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების უგულებელყოფას, იყენებს ტერორის ტაქტიკას, ახორციელებს დარტყმებს და ბომბავს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ობიექტებს”, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 6 სარაკეტო და 76 საჰაერო დარტყმა განახორციელა და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 60-ჯერ გაუხსნა.

“რუსული ტერაქტების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში, განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა”, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, გასული რუსებსა და უკრაინელებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა.რუსულმა ძალებმა სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებით ნაღმტყორცნებიდან და არტილერიიდან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაბომბა.