“საქმის ბოლომდე მისაყვანად უკრაინელებს სურთ არა თბილი სიტყვები, არამედ იარაღი” – ბორის ჯონსონი

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მთავრობას უკრაინასთან დაკავშირებული პოლიტიკის გამო აკრიტიკებს და მოუწოდებს, რომ კიევს მეტი იარაღი გაუგზავნოს.

მისი თქმით, უკრაინელებს გამარჯვებისთვის სურთ არა თბილი სიტყვები, არამედ იარაღი.

“საქმის ბოლომდე მისაყვანად უკრაინელებს სურთ არა თბილი სიტყვები, არამედ იარაღი – და ამიტომ უბრალოდ არ მესმის, რატომ ვითრევთ ფეხს? რატომ ვართ ყოველთვის ასე ნელი? როგორ შეგვიძლია, ვუყუროთ ამ ადამიანებს თვალებში და ავხსნათ ეს დაგვიანება? მთელი ამ ომის განმავლობაში ჩვენ არასათანადოდ ვაფასებდით უკრაინელებს და არასათანადოდ ვაფასებდით პუტინს და დღესაც იმავეს ვაკეთებთ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მან მიმართა არა მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოს, არამედ აშშ-ს და სხვა დასავლურ ქვეყნებს.