კანცელარიასთან აქციის „არა გაზპრომს“ მონაწილეები იკრიბებიან

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის „არა გაზპრომს!“ მონაწილეები იკრიბებიან. ისინი „გაზპრომთან“ ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროვებას მოითხოვენ.

-„საქართველოს მთავრობა გაზპრომის მოთხოვნას თანხმდება – იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა გასულ წელს ვერ შეძლო ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგობის გამო, წელს დამდგარ ფაქტად გვასაღებენ.

შეთანხმებით, რომლის ხელმოწერაც უახლოეს პერიოდში იგეგმება, გაზსადენის მეშვეობით გატარებული ბუნებრივი აირის საფასურს ქვეყანა ყველაზე არასანდო პარტნიორისგან ფულადი სახით მიიღებს. ეს წამგებიან მდგომარეობაში გვაყენებს – არსებული ხელშეკრულება საქართველოსთვის გაცილებით ხელსაყრელია.

გავაგონოთ მთავრობას ჩვენი ხმა და არ მივცეთ საშუალება, დათანხმდეს საქართველოსთვის წამგებიან წინადადებას“-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

კანცელარიასთან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული.

კომენტარის დატოვება