ევლახში აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ყარაბაღელი სომხების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

ქალაქ ევლახში აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ყარაბაღის რეგიონის სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყარაბაღში მცხოვრები სომხების რეინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ყარაბაღელი სომხების წარმომადგენლების გარდა შეხვედრას ესწრებოდა რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის წარმომადგენელიც.

ცნობისათვის, აღნიშნული შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოწვევით გაიმართა.