“ეს არის ომი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის ახალი ისრაელის მოქალაქეებისთვის. ფაქტობრივად, 100 წელია ვრცელდება ანტისემიტიზმი და გენოციდი ებრაელი ხალხის” – ისრაელის ელჩი

„ჰამასმა“ აჩვენა თავისი რეალური სახე – სისხლისმსმელი ორგანიზაცია უკონტროლო ჯგუფებით, რომელიც მსგავსია „ისლამური სახელმწიფოსი” – ამიტომ ამ დროს მკაფიო უნდა ვიყოთ და ცხადი ჩვენს მხარდაჭერაში ისრაელისადმი, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც სჭირდება თავისი მოქალაქეებისა და ქვეყნის დასაცავად, – ამის შესახებ ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადიმ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ტერორიზმს გამართლება არ აქვს და „ჰამასი“ სარჩულად ვერანაირ საბაბს ვერ გამოიყენებს.

ისრაელის ელჩმა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებისთვის ისრაელში არსებული ვითარების სიმძიმის დემონსტრირებისთვის აუდიოჩანაწერი ჩართო, სადაც ისრაელის მოქალაქე ქალბატონი თავისი შვილების გატაცების ამბავს ჰყვება და ითხოვს, რომ შვილების პოვნაში დაეხმარონ.

„მათ აჩვენეს თავიანთი რეალური სახე – სისხლისმსმელი ორგანიზაცია უკონტროლო ჯგუფებით, რომელიც მსგავსია „ისლამური სახელმწიფოსი“. მათ ამოძრავებთ სიძულვილი, სურვილი აქვთ გაანადგურონ ჩვენი მოქალაქეები და გაანადგურონ ისრაელის სახელმწიფო. „ჰამასს“ არ აინტერესებს არც ღაზას ხალხის უსაფრთხოება და არც მათი კეთილდღეობა, ისინი უბრალოდ იყენებენ მათ, რომ ჩვენი მოქალაქეები დააზიანონ. ეს არის ომი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის ახალი ისრაელის მოქალაქეებისთვის. ფაქტობრივად, 100 წელია ვრცელდება ანტისემიტიზმი და გენოციდი ებრაელი ხალხის. ამიტომ ამ დროს მკაფიო უნდა ვიყოთ და ცხადი ჩვენს მხარდაჭერაში ისრაელისადმი, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც სჭირდება თავისი მოქალაქეებისა და ქვეყნის დასაცავად. არანაირი გამართლება არ აქვს ტერორიზმს, ვერანაირ საბაბს ვერ გამოიყენებენ სარჩულად“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა.