”მნიშვნელოვანია, რომ ღაზაში დახმარების მიწოდება რაც შეიძლება მალე დაიწყოს” – ენტონი ბლინკენი

აშშ და ისრაელი შეთანხმდნენ გეგმას შემუშავებაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის დონორი ქვეყნებიდან და მრავალმხრივი ორგანიზაციებიდან ჰუმანიტარულმა დახმარებამ ღაზაში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობამდე მიაღწიოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა.

”მნიშვნელოვანია, რომ ღაზაში დახმარების მიწოდება რაც შეიძლება მალე დაიწყოს,” – აცხადებს ბლინკენი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თელ-ავივი დღეს დილით ადრე დატოვა.