ცეცხლის შეწყვეტა ახლა მხოლოდ „ჰამასს“ არგებს – ჯონ კირბი

ცეცხლის შეწყვეტა ახლა მხოლოდ „ჰამასს“ არგებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

მან , ასევე, „ჰუმანიტარული პაუზების” შესაძლებლობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, „ჰუმანიტარული პაუზები ინსტრუმენტებია… დროის გარკვეული პერიოდებისთვის, ეს იგივე არაა, რაც ცეცხლის შეწყვეტა”.