“ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაცია არ არის ” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

“ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაცია არ არის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, ეს არის მოჯაჰედების ჯგუფი, რომელიც თავის მიწას იცავს“, – აღნიშნა  ერდოღანმა.

„თქვენ შეგიძლიათ დასავლეთთან ერთად „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილოთ. დასავლეთი თქვენთან დიდ ვალშია, მაგრამ თურქეთს თქვენი ვალი არ აქვს“, – მიმართა ისრაელს თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პარლამენტში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ისრაელში მისი ვიზიტი აღარ შედგება.