პირველად საქართველოში!!! უნიკალური ღვინის ბოთლები

„საქართველო ღვინის სამშობლოს“ საჩუქარი ეროვნულ ბიბლიოთეკას

კომპანიამ „საქართველო ღვინის სამშობლო“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, პროექტის „21-ე საუკუნის 21 ქართველი მხატვარი“ ფარგლე ბში 21 ბოთლი ღვინო გადასცა საჩუქრად.

ღვინის ბოთლები უნიკალურია, რადგან მათ ეტიკეტებად ქართველი მხატვრების ნახატები აქვს დატანილი.

პირველად საქართველოში!!!

კომპანია „საქართველო ღვინის სამშობლო“ წარმოგიდგენთ 21-ე საუკუნის 21 ქართველი მხატვრის საკოლექციო ღვინოს.

ერთი ავტორის საკოლექციო ღვინო ჩამოსხმულია მხოლოდ 100 ცალად. ეტიკეტი არის ქსოვილის (სამხატვრო ტილო), რომელზეც გამოსახულია მხატვრის ნამუშევარი, ახლავს ავტორის ორიგინალი ხელმოწერა და ყველა ეგზემპლარი დანომრილია.

პროექტში მონაწილეობენ: ადამია რევაზ, არბოლიშვილი ბესიკ, ბალანჩივაძე ანტონ, ბაძაღუა დავით, გუგუშვილი გია, დათიაშვილი ავთანდილ, ვეფხვაძე გიორგი, თორდია რადიშ, იმერლიშვილი ოთარ, კუპრავა ამირან, კუხალაშვილი ლაშა, კუხალაშვილი ჯემალ, ლაზარაშვილი გიორგი, მატაბელი ქეთი, მატუაშვილი შალვა, მელაძე თეკლა, ნიჟარაძე ზურაბ, პოპიაშვილი დავით, ცეცხლაძე მამუკა, წერეთელი გიორგი, ჯინჭარაძე თამაზ.

 

კომენტარის დატოვება