„გადადგეს ქუმსიშვილი!“-აქცია სამინისტროსთან

 

ფინანსთა სამინისტროსთან, ”ახალი საქართველოსა” და ”წინააღმდეგობის მოძრაობის” მიერ  დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ფინანსთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა სამინისტროსთან სიმბოლურად ხურდა ფული მიიტანეს და პროტესტის ნიშნად სამინისტროს შესასვლელთან დაყარეს.

აქციის მონაწილეებმა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ფინანსთა სამინისტროში განცხადებაც ჩააბარეს.

კომენტარის დატოვება