„ოცნება“ და შსს! ხომ არ გაჟრიალებთ, ეს რა შერჩევითი სამართალია?!. (ვიდეო)

გირჩის ლიდერმა მარეხუანის კიდევ ერთ ძირი დათესა. ამ ფაქტს „ერეკლე მეორეს საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე გამოეხმაურა და განაცხადა:

-„ეს სახელმწიფოა თუ ,,აშარაშკინა კანტორა”, სად არის კანონის უზენაესობა, რატომ არ იჭერენ გირჩის წარმომადგენლებს, თუ ამ ქვეყანაში პოლიტიკოსებს ყველაფერი ეპატიებათ და ჩვეულებრივ ხალხს არაფერი. ეს რა შერჩევითი სამართალია. ხალხი, ,,მასტერკა პლანის” გულისთვის საპყრობილეებში სასჯელს იხდის და ეს ჯაფარიძე კიდე დღისით, მზისით თავზე უვლის ხელისუფლებას, ფეხქვეშ თელავს კანონს და კონსტიტუციას. ხელისუფლებისგან კიდევ რეაქცია – ნოლია. აგერ, ახლა კიდევ ახალი მოსავალი დარგო კაცმა.

P.S. „ოცნება“, შსს ხომ არ გაჟრიალებთ ეს რა შერჩევითი სამართალია?!. უბრალო ადამიანმა რომ დათესოს მარიხუნა, ხომ მომენტალურად ამოაყოფინებთ თავს ვირის აბანოში!“

კომენტარის დატოვება