ენმ: ხელისუფლება ქართულ ჯარს მიზანმიმართულად ასუსტებს! (ვიდეო)

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ თავდაცვის სამინისტროდან კიდევ იგეგმება სამხედრო მოსამსახურეების გათავისუფლება. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, ჯარისკაცების დათხოვნა მთავრობის პოლიტიკის ნაწილია და ხელისუფლება ქართული შეიარაღებული ძალებს მიზანმიმართულად ასუსტებს.

ბესო შენგელიას განცხადებით, სამხედროების ნაწილი პირდაპირ დილის მოწყობიდან გაათავისუფლეს.  ნუგზარ წიკლაური კი აცხადებს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯერ 1000 ადამიანი, შემდეგ 1800 ადამიანი, ახლა კადრების განკარგულებაში 3800 ადამიანის გადაყვანა მოხდა. ხოლო თებერვალში არის მესამე ეტაპი ამ გათავისუფლებების და იგეგმება 3000 ადამიანის გაშვება.

კომენტარის დატოვება