„ჩვენ არ გვძინავს! შემოგვიერთდით!“-აქცია დევნილთა სამინისტროსთან

1 თებერვალს 13:00 საათზე აქცია დევნილთა სამინისტროსთან

დევნილთა საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს.

-„ოთხშაბათს, 1 თებერვალს, დევნილთა სამინისტროსთან (სოზარ სუბარის უწყება), გაიმართება დევნილთა გაერთიანებული გამაფრთხილებელი აქცია ერთადერთი მოთხოვნით – შეწყდეს ანტიეროვნული რეფორმის განხილვა!

შეგახსენებთ,  რომ რეფორმის საბოლოო მიზანს წარმოადგენს დევნილთათვის სტატუსის გაუქმება, რაც პირდაპირი გზაა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დაკარგვისკენ.

პოლიტიკურ პარტიებს ვთხოვთ თავი შეიკავონ ამ საკითხით პიარისგან, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მხარდაჭერა.

ჩვენ არ გვძინავს! შემოგვიერთდით!”

კომენტარის დატოვება