“ვირუსი და “შავი სია” თავდაცვის სამინისტროში…მოსახდენი მოხდება…”

F-news

ხვიჩა გაბიევი

თადარიგის ვიცე პოლკოვნიკი

ვირუსი თავდაცვის სამინისტროში, რომელმაც პირველები შეიწირა ფიზიკური მომზადების და შეფასების განყოფილების 9 კაციანი კოლექტივი.

თავდაცვის სამინისტროში გაჩნდა ვირუსი სახელწოდებით “ფიზიკური მომზადება” ანუ როგორც ჯარშია ცნობილი “ფიზო”, რომელიც თავზარს სცემს მთელს შეიარაღებულ ძალებს.ვირუსს გააჩნია ორი უნიკალური შედეგი : დადებითი და უარყოფითი

1. დადებითი : მას შეუძლია ადამიანის გამოჯანმრთელება და ხელს უწყობს ბრძოლის უნარიანობის ამაღლებას.

2. უარყოფითი : ზარმაცი სამხედროები დასაჯოს.

აღნიშნული ვირუსი მოქმედებს მხოლოდ ქვედანაყოფებში მომსახურე სამხედრო მოსამსახურეებზე,მაგრამ წარმოიდგინეთ გენშტაბის მმართველ რგოლზე არ მოქმედებს. ისმის კითხვა რატომ ? პასუხი ამ კითხვაზე : იმიტომ რომ მათ გააჩნიათ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სახელწოდებით “ჩვენგან შორს ფიზიკური მომზადება”.

ახლა კი რაც შეეხება აპრილ-მაისში ყბადაღებულ ფიზიკური მომზადების ტესტირებებს

ჩემო მეგობრებო,კოლეგებო, თანამებრძოლეებო ნუ დაიგრუზებით ( ბოდიში სლენგისთვის )
მოსახდენი მოხდება, ვინც გასაშვებ სიაში არის 100 ქულაზეც რომ ჩააბაროს თავდაყირაც რომ დადგეს მაინც გაუშვებენ ხოლო ვინც დასატოვ სიაში არის 5 ქულაზეც რომ ჩააბაროს და საერთოდ არ გამოვიდეს ფიზიკური მომზადების ტესტირებაზე მას დატოვებენ სამწუხაროა მაგრამ ეს რეალობაა ნუ დაგვავიწყდება რომ ვცხოვრობთ საქართველოში. ბატონებო ყველანი მენატრებით ძალიან ძალიან მიყვარხართ და გისურვებთ წარმატებებს.

კომენტარის დატოვება