“იუნესკოს სახელს ამოფარებით, მიმდინარეობს მცხეთაში ბატონყმობის დაკანონება!!!”

მცხეთაში საპროტესტო, გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა.

დავით ლორია

იუნესკოს სახელს ამოფარებით, მიმდინარეობს მცხეთაში ბატონყმობის დაკანონება!!!

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, მოხდა კერძო კომპანიის მიერ შემუშავებული ,,მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის” გაცოცხლება, მიუხედავათ იმისა, რომ იგი იუნესკოს ექსპერტების შეფასებით და  ქალაქ მცხეთის საკრებულოს გადაწყვეტილებით, არადამაკმაყოფილებლად იქნა ცნობილი.  ქალაქის  განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი, მოსახლეობისათვის მასიური ,,აკრძალვების” ფონზე, კონკრეტულ ბიზნეს-იდეებზე მორგებულ პროექტს წარმოადგენს.  ქალაქზე თავდასხმა მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ზონების ცვლილებითაც, რაც სამუდამოდ მშენებლობების აკრძალვას გულისხმობს როგორც ფიქრის გორაზე, ისე ძველი მცხეთის შემოგარენში. ჩვენგან მალულად, პარლამენტში დასამტკიცებლად, მზადდება ,,კულტურული მემკვიდრეობის კოდექსი”, რომელშიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბაბით,  დიდი ალბათობით, ქალაქ მცხეთის ისტორიული ნაწილში, მოახდენს ახალი მმართველობის ორგანოს ჩამოყალიბებას და ქალაქის მართვის ბერკეტების ხელში ჩაგდებას.

   სცენარი ერთია:

ქალაქის ეკონომიკური აქტივობის არაგვის მარცხენა სანაპიროზე გადატანით, მოხდება ტურისტული ნაკადების მონოპოლიზაცია. ამისთვის გათვალისწინებულია ქალაქიდან გადაღმა სანაპიროზე, ავტოსადგომის მოწყობა და გადმოსასვლელი ხიდის აგება მდინარეების შესართავში. იმის მაგივრად, რომ ვიზიტორთა ნაკადები ქალაქში განიშალოს და მისგან მიღებული ფინანსური სარგებელი მოსახლეობის ფართო ფენებისთვის იქნას ხელმისაწვდომი, ხდება ქალაქის ჩაკეტვა-დაკონსერვება.

პროექტი არსებული მოკლევადიანი ხედვების მიხედვით, კოსტავას ქუჩა უნდა საფეხმავლო გახდეს. შესაბამისად, მოხდება აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთდროს არსებული ორმხრივი მოძრაობის აღდგენა, რაც მის სრული პარალიზებას გამოიწვევს. ე.ი. გველოდება ქალაქის ცენტრალური ნაწილის საავტომობილო კოლაფსი, რაც ეკონომიკურ აქტივობასაც მთლიანად გაანადგურებს.

მაცხოვრებელთა შევიწროება სხვა მიმართულებებითაც მოხდება. ისტორიული კალაპოტის მიხედვით, თეატრონის ტერიტორიიდან შესართავამდე უნდა შემოვიდეს  არაგვის ტოტი. ამ შემთხვევაში კი,  ტერიტორიაზე არსებული ყველა შენობა-ნაგებობა ნგრევის რეალური საფრთხის წინაშე დადგება.

მშენებლობების აკრძალვა მცხეთელებისთვის ახალი თემა არ არის, თუმცა ქალაქის ისტრიული ნაწილშიც დაიწყო მისი გამკაცრება, რაც ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის მხრიდან, მშენებლობაზე გახშირებულ უარში გამოიხატება. მომავლში კიდევ უარესი იქნება! ამიტომ ნურავინ ნუ იფიქრებს რომ მორატორიუმი და გამკაცრებული ზონირება მას არ შეეხება!

ჯვრის ქვემოთ არსებული ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი მთლიანად უნდა მოექცეს გვირაბში, რათა ძეგლის ,,სრულფასოვანი აღქმა” მოხდეს. გვაკარგინებენ ულამაზეს ხედს მცხეთაზე? და არა მარტო!

ყველა ამ პროექტის განხორციელება დიდ თანხებს მოითხოვს, რომლის შესრულება ქვეყნის ბიუჯეტსაც არ ძალუძს. ფინანსების მოზიდვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით და იუნესკოს სახელს ამოფარებით, მსოფლიო ბანკიდან უნდა მოხდეს. მაგრამ თანხას არავინ არ იჩუქნება. სამომავლოდ ეს ჩვენი და ჩვენ შვილების გასასტუმრებელი იქნება!!!

გამოსავალი რაშია?

,,ქალაქის დაპყრობა”, ერთად დგომითა და სამართლიანი ბრძოლით უნდა შევაჩეროთ!

შენ გჭირდება შენი მცხეთა! – შენ ჭირდები მცხეთას!

ბატონყმობა არ დაკანონდება!!!

 

კომენტარის დატოვება