ტრამპი: იაპონიის პრემიერი და მისი მეუღლე შესანიშნავი წყვილია

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერზე იაპონიის პრემიერისა და მისი მეუღლის შესახებ დაწერა, რომ ისინი შესანიშნავი წყვილია.

-„ჩემთან და მელანიასთან სტუმრად არიან იაპონიის პრემიერი სინძო აბე და მისი მეუღლე მარ-ა-ლაგო. ისინი შესანიშნავი წყვილია“-წერს ტრამპი.

ტრამპმა იაპონიის პრემიერ-მინისტრისგან მიწვევა მიიღო და მელანიასთან ერთად გეგმავს ესტუმროს ამომავალი მზის ქვეყანას.

კომენტარის დატოვება