დეკანოზის ადვოკატი: სიმართლეს გავიტანთ ბოლომდე!

დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ პროკურატურის მხრიდან შეხღუდულია საუბარზე, რადგანაც ხელი აქვს მოწერილი ინფორმაციის გაუთქმელობაზე. ის მოუწოდებს პროკურატურას გააუქმონ ეს ხელმოწერა და მისცენ ადვოკატს საუბრის და დეკანოზის დაცვის საშუალება.

-„პროკურატურისგან ისმის ამ ადამიანისადმი ბრალდება და ჩვენ ამ ხელმოწერის გამო არ გვაქვს უფლება სიმართლე ვუთხრათ საზოგადოებას და ინფორმაცია გავაჟღეროთ. სიმართლე სასამართლოს უკვე ვუთხარი და სიმართლეს გავიტანთ ბოლომდე. ვთხოვღ პროკურატურას არ მოხდეს მხოლოდ ერთი მხარის ინფორმაციის გაჟღერედა და მომეხსნას შეზღუდვა“-აცხადებს ადვოკატი.