შიდსიან ნემსებს ხმარობდნენ, მამყოფეს ტუბზონაში, 6 თვე ხელით დავყავდი პატიმრებს, 26 დავიკელი, -ეს იყო ქართული ციხე!

რამდენიმე ხნის წინ უფლებადამცველი, მწერალი  ალექსანდრე ახალკაცი ჩვენი რუბრიკის „სტუმარი“-ს სტუმარი იყო. მაშინ მას პოლიტიკაში წასვლაზე სიტყვაც არ დაუძრავს, თუმცა, წინა პლანზე ისეთი საკითხები წამოწია, ეჭვი გაგვიჩნდა, სულ მალე პოლიტიკაშიც ვიხილავდით. გადაცემის ბოლოს პირობაც ჩამოვართვით, რომ თუ ჩვენი ეჭვი გამართლდებოდა, მაშინ უკვე როგორც პოლიტიკოსი ისე გვესტუმრებოდა.

ეჭვი  გამართლდა. ალექსანდრე ახალკაცი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გახდა.  საუბარი ამჯერად არც მის რომანებს შეეხება და არც მისი, როგორც უფლებადამცველის საქმიანობას, როგორც მიხვდით, საუბარი პოლიტიკაზე იქნება.

– ასაკის მიუხედავად საზოგადოება საკმაოდ კარგად გიცნობს. ხართ უფლებადამცველი, პოლიტპატიმარი, მწერალი, რომლის „გამოცდა ხელბორკილებით“ საკმაოდ კარგად მიიღო მკითხველმა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რატომ წავედი პოლიტიკაში?

-უმთავრესი  მიზეზი იმსა თუ რეტომ გადავწყვიტე პოლიტიკაში წავსულიყავი, ის სიტუაცია გახდა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია დასადგურებული.

ესაა რაღაცნაირი ჯადოსნური ჩაკეტილი წრე, რომლის გარღვევის იმედი ხალხს ხან სააკაშვილისგან ჰქონდა, რომელმაც მათ ხსნის მაგივრად ავტორიტარული ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი შესთავაზა, ხან ოლიგარქისგან,

მაგრამ ორივე შემთხვევაში იმედი გაუცრუვდათ, რადგან არც  „ნაციონალურ მოძრაობას“  და არც „ქართულ ოცნებას“  აქვთ იდეოლოგია, მკვეთრად ჩამოყალიბებული და გაწერილი სამოქმედო გეგმა თუ როგორ უნდა შეძლონ ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენება, არ იციან როგორ უნდა შესძლონ სახელმწიფო იქცეს მოქალაქის კეთილდღეობის გარანტად. ხალხში დასადგურებულია ნიჰილიზმი და ეს ძალიან მაწუხებს, მალე მოქალაქეები იმ ზომამდე მივლენ, რომ ისინი აღარ წავლენ საარჩევნო ყუთთან და ჩვენი დიდი ხნის ოცნება ევროპასთან იტეგრაციის უკან მოგვრჩება! ამიტომ მე მივიღე თავის დროზე ძალიან მძიმე გადაწყვეტილეა და გავხი კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული, სტრუქტურულად და იდეოლოგიურად გამართული, მუდმივი ოპონირების რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალის „თავისუფალი დემოკრატების“  წევრი. დარწმუნებული ვარ მათთან ერთად მექნება საშუალება ჩვენი მოქალაქეების ბედზე ვიზრუნო.

-რატომ ხართ დარწმუნებული?

-დააკვირდით წინა საარჩევნო დაპირებებით მხოლოდ ჩვენ ავიღეთ გეზი ხალხისკენ, გაჭირვებული ფენისაკენ  და ვანაწყენებთ მდიდრებს, ბიზნესმენებს, რადგან ვითხოვთ მინიმალურ ხელფასს 500 ლარის ოდენობით, მაგრამ ჩვენთის მთავარია ხალხის კეთილდღეობა. თუ მილიონერ მაგნატებს ცოტათი ნაკლები შემოსავალი ექნებათ, ამით მათ არაფერი დააკლდებათ, ხალხი კი დიდ სარგებელს მიიღებს.

-თავად თქვით, რომ ხალხს იმედი არაერთხელ გაუცრუვდაო. რატომ უნდა გენდოთ დაუშვათ პირადად თქვენ-როგორც პოლიტიკოსს?

-მთელი ჩემი არც ისე ხანგრძლივი ცხოვრება ბრძოლაში მაქვს გატარებული. ბრძოლა მიწევდა ყველგან. მეხუთე კლასიდან მოყოლებული საჭადრაკო დაფასთან( რომელმაც სასწაულად ბევრი რამ მასწავლა). მერე იყო ბრძოლა ლიდერობისათვის ვეკუას სკოლაში, სადაც 4 საათიანი გაკვეთილიდან დაფასთან ვატარებდი მინიმუმ 2 საათს და ამოცანებს ვხსნიდი. 2006 წლიდან უნივერსიტეტი თვითმმართველობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩავები, 2006 წლის შემოდგომაზევე ღიად დავუპირისპირდი ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ ავალიანს, კირკიტაძეს, უკვე 2007 წლის გაზაფხულიდან სააკაშვილს და ვამხილე ის ათ ლარიანი სისტემა, რითაც სტუდენტებს აქციებზე დაარბენიებდნენ. 2007 წლის სექტემბრის მიწურულიდან დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო, დრამატული წლები, რომელიც ზუსტად ვიცოდი ჩემი ლიკვიდაციით უნდა დასრულებულიყო( მაშინ ციხეში ყველას კლავდნენ თითქმის) ეს ბრძოლის ახალი არეალი იყო, სახელად ქართული ციხე. 5 წლის მანძილზე ბევრჯერ მომკლეს, მაგრამ სასწაულით მე სფინქსივით კვლავ ზეაღვდგებოდი ხოლმე. არაერთხელ შემაგდეს ტუბერკულიოზიანებთან, მამყოფეს ტუბზონაში, კარცერებში დეკემბერსა და იანვარში, როცა წიგნებს ვითხოვდი და როცა შიმშილობა დავიწყე, წამართვეს ყველაფერი( პლედი და ქვეშაგები) ხოლო დილაობით იატაკზე ვედროთი წყლს მისხავდნენ, მე მაინც ვიშიმშილე 20 დღეზე მეტი და მომიტანეს წიგნები. 6 თვე ხელით დავყავდი პატიმრებს ტუალეტში, 73 კილოდან  47-ზე ვიყავი ჩამოსული, ამ პერიოდში ჩავაბარე ციხიდან ეროვნული გამოცდები. გამოცდების დროს კიდევ ვშიმშილობდი, ამჯერად ვაპროტესტებდი იმას, რომ შიდსიანი ნემსებით სხვებს უკეთედნენ, შემთხვევით დავადექი ექთნებს თავზე შპრიცებს რომ რეცხავდნენ. სააკაშვილის არაერთ შეწყალებაზე ვთქვი უარი! 2013 წლის დასაწყისში გამოვედი და დავიწყე ახალი ბრძოლა. ზაფხულში, როცა სააკაშვილმა ნასამართლეობების მოხსნა დაიწყო გონებაში არც გამივლია მიმემართა. მერე იყო არასამთავრობო სექტორი, ბრძოლა ადამიანების უფლებებისათვის, პატიმრების უფლებებისათვის, სტუდენტების უფლებებისათვის. დამნაშავე პოლიციელების წინააღმდეგ ბრძოლა( ბევრი მათგანი დავასჯევინე კიდეც) ჩემი ამ ბრძოლის გამო სააკაშვილის ხელისუფლებამ არაერთი ზეწოლა განახორციელა ჩემს ოჯახზე,  ბრძოლა უსამართლოს წინააღმდეგ ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა, ჩემი მოუსვენარი ცხოვრება სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, ხალხისგან მოწყვეტილად და კაბინეტში შეკეტილად. მე არ ძალმიძს ვიჯდე სამსახურშო მოკალათებული და ვუყურო ნაძირლები როგორ აყრიან თვალში ხალხს ნაცარს.  ასე რომ, აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს.
ასე ვაპირებ გავაგრძელო ცხოვრება და ვებრძოლო ყველანაირ უსამართლობას. მარტო თუ ვინმესთან ერთდ ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.

-და რა სახით ჩაერთვებით არჩევნებში?

-8 ოქტომბრის არჩევნებზე მე ვიქნები ჩემი რაიონის, ხაშურის  გვერდით. იქ გამეფებულმა უსამართლობამ მიმაღებინა გადაწყვეტილება უარი მეთქვა ჩემს საქმიანობაზე და დავბრუნებულიყავი ჩემს რაიონში.

ხაშურში ხელისუფლების წარმომადგენლები ნირვანაში ცხოვრობენ ხალხის ხარჯზე და საერთოდ არაფერს აკეთებენ!

მე მათ ვპირდები ჯოჯოხეთურ სამ თვეს და დასასრულს მათი პარპაშისა! დასასრულს ხაშურის საკრებულოსა და გამგეობის თავაშვებული, არასახელმწიფობრივი  ქმედებებისას.

8 ოქტომბერს დავაყენებთ შედეგს, რომლის მიხედვითაც რაიონის ხელისუფლებას ჩამოვაშორებ ხალხს, რომლებიც ყველა მთავრობას ერგებოდნენ. იყვნენ კომუნისტებიც, შევარდნაძისტებიც, მიშისტებიც, დღეს ბიძინისტები დ ხვალ ალასანიასტებიც გახდებოდნენ!

ჩემი პრინციპია- არა კოჰაბიტაციას! მათ ჩვენს რიგებში ვერ იხილავთ!

ჩვენ ვიწყებთ გადამწყვეტ ბრძოლას და ერთხელ და სამუდამოდ დავამსხვრევთ ამ ჯადოსნურ და ჩაკეტილ წრეს!

კომენტარის დატოვება