„ვშიშობ, ეს ქართველი პოლიტიკოსების თამაშებია, ზოგიერთს შეიძლება კავშირი ჰქონდეს პატრიარქის მოშორებასთან“

რადიოსადგურ НСН-ის ეთერში საქართველოს პატრიარქის მოწამვლის მცდელობას მოსკოვის საპატრიარქოს სინოდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ვსევოლოდ ჩაპლინი გამოეხმაურა და პოლიტიკურ მოტივებს გაუსვა ხაზი.

-„ვშიშობ, ეს ქართველი პოლიტიკოსების თამაშებია. ზოგიერთ მათგანს შეიძლება კავშირი ჰქონდეს პატრიარქის მოშორებასთან. შეიძლება, ეს ისტორია გამოიყენება, რათა ეკლესიაზე გავლენა მოახდინონ.
პატრიარქი ილია მეორე ძალიან პატივცემული ადამიანია. ის თანამედროვე მსოფლიოში მართლმადიდებლური კონსერვატიზმის ერთ-ერთი სიმბოლოა. ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში ილია მეორეს ავტორიტეტთან ახლოს ვერც ერთი პოლიტიკოსის ავტორიტეტი ვერ მივა. ასე, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ეჭვიანობას. ეს ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციაა. ვფიქრობ, აქ პოლიტიკურ ქვეტექსტს აქვს ადგილი“-განაცხადა დეკანოზმა.