„ნიკა გვარამიას დაკავებით თქვენ რუსთავი 2-ს ხონჩაზე მაინც ვერ მიიღებთ!“

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩანაწერში მესამე პირიც ფიგურირებს და თანხაზე საუბარი სწორედ ტელეკომპანიის ვალებს ეხება. უდუმაშვილმა არ გამორიცხა გვარამიას დაკავებაც და აქვე აღნიშნა, რომ ხელისუფლების ზეწოლის მიუხედავად, რუსთავი2 გააგრძელებს მუშაობას ისე, როგორც აქამდე მუშაობდა.

-“ჩვენ რამდენიმე ადამიანმა მოვუსმინეთ სრული ვერსია ამ ჩანაწერის, როდესაც გაკეთდა. ვადასტურებ, რომ აქ მიმდინარეობს სამ პირს შორის საუბარი. აგრეთვე იმ ფაქტს, რომ, როდესაც საუბარია მილიონებზე, მილიონების გასტუმრებაზე, ეს მიდის მესამე პირთან საუბარი და საუბარია ტელეკომპანიის ვალების დაფარვის მექანიზმებზე. დღეს სრულიად გაუგებარია ის ყველაფერი, რაც ჩვენ დღეს დილიდან ვიხილეთ

ამ დღევანდელი განცხადებებიდან გამომდინარე, ხელისუფლების მხრიდან არაფერს აღარ გამოვრიცხავ, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ყველა ვხდებით, რომ რუსთავი2-ის საკითხის გადაწყვეტა ბოლო სტადიაშია და დღეების საკითხია, რომ გამოცხადდეს გადაწყვეტილება. არაფერს აღარ გამოვრიცხავ, მათ შორის არც რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის დაკავებას

ინდა მივმართო ხელისუფლებას და იმ პრიმიტიულ ადამიანებს, რომლებმაც ასეთი სცენარი მოიფიქრეს და დაგეგმეს, – ბატონებო, თქვენ თუ გგონიათ, რომ ნიკა გვარამიას დაკავებით ან დროებითი განეიტრალებით თქვენ რუსთავი2-ს ხონჩაზე მიიღებთ, ძალიან ცდებით.

“რუსთავი2-ში 1000-მდე ადამიანი მუშაობს, რომელიც სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს ამ ტელეკომპანიისთვის. არც ერთ ნაბიჯით არავინ არ დაიხევს უკან. ამის პირობას ვდებ მე, ზაალ უდუმაშვილი, რომელიც წლებია, ამ ტელევიზიაში ვმუშაობ და ჩემთან ერთად დებს ის ხალხი ამ პირობას, რომელსაც თქვენ აქ უყურებთ და კიდევ ის ასეულობით ადამიანი, რომელიც ამ შენობაში იმყოფება“ – განაცხადა  უდუმაშვილმა.